問題一覧
1
თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, საარჩევნო კომისიამ:
უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი.
2
ვის დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორების გამო?
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან/და მდივანს.
3
რომელი მსჯელობაა სწორი?
შესწორების ოქმზე ხელმოწერის ვალდებულება ეკისრება კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრს.
4
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი:
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია.
5
ვინ ავსებს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს?
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
6
რომელი მსჯელობა არის სწორი?
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
7
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
ყველა პასუხი სწორია.
8
საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის საარჩევნო ბიულეტენის ბათილად მიჩნევის საფუძველი?
თუ სპეციალური კონვერტი არის დადგენილი ნიმუშის.
9
კენჭისყრის შენობიდან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს:
საუბნო საარჩევნო კომისია.
10
საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
იგი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით.
11
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება არ აქვს:
არჩევნებში მონაწილე კანდიდატს.
12
საუბნო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებს, მოახდინოს სათანადო რეაგირება:
დაუყოვნებლივ
13
საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე, რა შემთხვევაში მიიჩნევა საარჩევნო ბიულეტენი ბათილად?
თუ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
14
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/კომისიის ხელმძღვანელ პირებს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ:
ყველა პასუხი სწორია.
15
ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარებისას, რომელი მსჯელობაა სწორი?
ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
16
თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა:
იგი აღარ განახლდება.
17
რომელი მსჯელობაა სწორი?
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
18
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა:
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
19
მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი დაილუქება ცალკე პაკეტში, ვინ აწერს პაკეტს ხელს?
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები.
20
საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე, ხმის დათვლის პროცესში საეჭვოდ მიჩნეული ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს წყვეტს:
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრით.
21
ვინ უნდა ატარებდეს კენჭისყრის შენობაში ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს?
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი.
22
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას კენჭისყრის დღეს ერთდროულად რამდენი წარმომადგენელი შეიძლება ჰყავდეს საარჩევნო უბანში?
არაუმეტეს ორი.
23
ვინ არის პასუხისმგებელი კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვაზე?
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
24
რომელი საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები დაექვემდებარება ციფრულ ფორმატში გადაყვანას?
იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი
25
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს:
საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.
26
სად აისახება საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესისა და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები?
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
27
კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ ვინ აწერს ხელს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალს?
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.
28
სად უნდა აისახოს კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები?
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.
29
რამდენი საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ერთ საარჩევნო უბანზე?
არაუმეტეს ორი საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით.
30
რისი უფლება არ აქვს დამკვირვებელს?
ყველა პასუხი სწორია.
31
რომელია სწორი მსჯელობა?
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის.
32
როდის უნდა იქნეს შედგენილი კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანზე:
კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
33
ვის აქვს უფლება, საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნა, პრეტენზია და საჩივარი ასახოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში?
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.
34
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს აქვთ თუ არა ფოტოვიდეოგადაღების უფლება კენჭისყრის შენობაში?
დიახ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში.
35
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომა:
ყველა პასუხი სწორია.
36
განცხადება/საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილად ითვლება:
საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან.
37
ერთი და იმავე ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს:
ერთი დამკვირვებლისა.
38
ვინ არის პასუხისმგებელი საუბნო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების შენახვასა და მათი დანიშნულებისამებრ გაცემაზე?
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
39
ვის პასუხისმგებლობას იწვევს შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება?
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის.
40
საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად არ მიიჩნევა, თუ:
გაფერადებულია ან/და მონიშნულია მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების წინ არსებული შესაბამისი წრე.
41
ჩამოთვლილთაგან რისი უფლება აქვს დამკვირვებელს?
კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის რეგისტრირებულ წარმომადგენელს.
42
ვინ იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ?
ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
43
რომელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისია?
არჩევნების მეორე დღისათვის გადადების შესახებ.
44
დამკვირვებელთაგან გამოვლენილ მეთვალყურეებს უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მეთვალყურეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება:
ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.
45
რომელი მსჯელობა არის სწორი?
ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.
46
შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება:
აკრძალულია.