暗記メーカー
ログイン
გამოცდა
  • Khatia Tedoradze

  • 問題数 100 • 9/6/2023

    記憶度

    完璧

    15

    覚えた

    35

    うろ覚え

    0

    苦手

    0

    未解答

    0

    アカウント登録して、解答結果を保存しよう

    問題一覧

  • 1

    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობა არის სწორი?

    საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება საარჩევნოკოდექსით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან

  • 2

    რამდენი წევრისაგან შედგება საუბნო საარჩევნო კომისია?

    არაუმეტეს 17 წევრისაგან

  • 3

    საუბნო საარჩევნო კომისიის:

    8 წევრს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 9 წევრს ნიშნავენ წევრის დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიები

  • 4

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

  • 5

    რომელი მსჯელობაა სწორი? საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი არ მოეთხოვება:

    ყველა პასუხი სწორია.

  • 6

    რომელი მსჯელობაა სწორი? კონკურსში მონაწილე პირს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ შემთხვევაში, თუ:

    აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი

  • 7

    რომელი მსჯელობაა სწორი:

    აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში.

  • 8

    როდის იწყებს ფუნქციონირებას ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია?

    არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან

  • 9

    როდის წყდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილებები?

    შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

  • 10

    არის თუ არა საარჩევნო კომისიის წევრი მისი დამნიშვნელი სუბიექტის წარმომადგენელი?

    არა, საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი სუბიექტის წარმომადგენელი.

  • 11

    რომელი მსჯელობაა სწორი:

    წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

  • 12

    საუბნო საარჩევნო კომისიის საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის პასუხისმგებელი პირია:

    საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.

  • 13

    საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას იღებს და ანაწილებს:

    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 14

    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს:

    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

  • 15

    საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება:

    სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.

  • 16

    საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისათვის პირადად პასუხს აგებენ:

    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

  • 17

    საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რა დრომდე ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას?

    სამუშაო დღის 18:00 საათამდე.

  • 18

    საუბნო საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს:

    სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.

  • 19

    ვინ ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას (გარდა კენჭისყრის დღისა)?

    კომისიის მდივანი, ან კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

  • 20

    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ვის კომპეტენციაში შედის საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტების მომზადება?

    საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის

  • 21

    ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივ აქტს?

    ყველა პასუხი სწორია.

  • 22

    როდის და სად უნდა გამოიფინოს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ნებისმიერი განკარგულება?

    მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

  • 23

    ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველთა სიების და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი არ არის გამოკრული საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობაში?

    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

  • 24

    როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, თუ მას კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლა არ შეუძლია?

    უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 8 დღისა.

  • 25

    რომელი მსჯელობაა სწორი? იმ ამომრჩევლების რაოდენობა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

    ƒ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

  • 26

    ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში შეჰყავთ ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში?

    ƒ ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში.

  • 27

    ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში შეჰყავთ ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში?

    ƒ თუ ამომრჩეველი მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული.

  • 28

    სად აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში და ვის მიერ უნდა იქნას ის დადასტურებული?

    ƒ ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

  • 29

    მოცემულ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცემს ამომრჩევლის ბარათს.

  • 30

    სავალდებულოა თუ არა ამომრჩევლის ბარათის ქონა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად?

    ƒ არ არის სავალდებულო, რადგან ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.

  • 31

    მოცემულ მსჯელობათაგან, რომელია არასწორი?

    ƒ ყოველი 300 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილი.

  • 32

    თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ:

    ƒ თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

  • 33

    როგორია საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემის წესი?

    ƒ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა.

  • 34

    რამდენ ცალად უნდა შედგეს მიღება–ჩაბარების აქტი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას?

    ƒ ორ ცალად.

  • 35

    ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარებისას, რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი?

    ƒ 06:45 საათზე.

  • 36

    კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილ დროს გაიხსნა საარჩევნო უბანი. უბნის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრთა რაოდენობა იყო 9-ზე ნაკლები. ვის და რა ვადაში უნდა მიაწოდოს საუბნო საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ?

    ƒ დაუყოვნებლივ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

  • 37

    ჩამოთვლილთაგან ვინ არ მონაწილეობს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ წილისყრებში?

    ƒ ყველა პასუხი სწორია.

  • 38

    რომელი პასუხია მცდარი? საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს:

    ƒ სპეციალური კონვერტის კომისიის ბეჭდით დამმოწმებელ კომისიის წევრს.

  • 39

    კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობენ:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრები.

  • 40

    როგორ განისაზღვრება გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ვინაობა?

    ƒ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ვინაობა განისაზღვრება წილისყრით.

  • 41

    კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნებართვით.

  • 42

    ვინ წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის იმ წევრისათვის ფუნქციების მინიჭების საკითხს, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ?

    საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 43

    განვიხილოთ მოცემულობა - საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ჩატარება გათვალისწინებულია ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე. აღნიშნულ უბანზე არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადასცა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის ორ-ორი ბლოკნოტი. დაირღვა თუ არა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა?

    ƒ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა დაირღვა, ვინაიდან ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს უნდა გადაეცეს ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი

  • 44

    ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარებისას ვინ აწერს ხელს საარჩევნო ყუთში მოსათავსებელ საკონტროლო ფურცლებს?

    ƒ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

  • 45

    ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარებისას, საკონტროლო ფურცელი ივსება:

    ƒ 3 ეგზემპლარად.

  • 46

    ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარებისას ავსებს თუ არა საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთში მოსათავსებელ საკონტროლო ფურცელს?

    ƒ არა, საკონტროლო ფურცელი არ ივსება.

  • 47

    ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარებისას, ვინ არის პასუხისმგებელი საარჩევნო ყუთში მოსათავსებელი შევსებული საკონტროლო ფურცლის მესამე ეგზემპლარის შენახვაზე, რომელიც გამოიყენება შემდგომში საკონტროლო ფურცლის სხვა ეგზემპლარებთან შედარების მიზნით:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 48

    ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარებისას, ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებში საკონტროლო ფურცლები თავსდება:

    ƒ პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ.

  • 49

    ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარებისას ვინ არის პასუხისმგებელი ძირითადი საარჩევნო ყუთის დალუქვაზე?

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 50

    ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარებისას საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ბეჭდავს:

    ƒ ამონაწერს, რომელიც ადასტურებს, რომ იმ დროისთვის ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია.

  • 51

    ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარებისას, ჩანაწერთა წიგნში ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვას და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილ „ნულოვან ამონაწერში“ მოცემულ ინფორმაციას ადასტურებენ:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

  • 52

    ვინ აწერს ხელს ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილ წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს?

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

  • 53

    ვისი თანდასწრებით ააქტიურებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს?

    ƒ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

  • 54

    რომელი მსჯელობაა სწორი - ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია:

    ƒ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად.

  • 55

    ვინ არის ვალდებული, აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო ჩანაწერთა წიგნში?

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად.

  • 56

    როდის უნდა გაიხსნას კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი?

    ƒ საარჩევნო უბნის გახსნისთანავე.

  • 57

    საარჩევნო უბნის გახსნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების თაობაზე. წილისყრის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის შედეგები ჩაწერა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. სწორად მოიქცა თუ არა კომისიის თავმჯდომარე?

    ƒ არა, რადგან კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მონაცემები შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს.

  • 58

    კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის:

    ƒ 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

  • 59

    როგორც წესი საუბნო საარჩევნო კომისიის რომელი წევრი ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას?

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი.

  • 60

    ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მსჯელობა არის სწორი?

    ƒ ამომრჩეველთა რეგისტრატორი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესრულების შემდეგ, ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

  • 61

    საუბნო საარჩევნო კომისიის რომელი წევრი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას?

    ƒ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი.

  • 62

    რა დროს ხდება საარჩევნო უბანში ამომრჩევლის მარკირება?

    ƒ სარეგისტრაციო მაგიდასთან, საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებამდე.

  • 63

    ამომრჩეველს, რომელმაც მარკირების პროცედურის გავლაზე თქვა უარი, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება:

    ƒ არ აქვს.

  • 64

    საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრის ჩატარება არ არის გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს:

    ƒ ამომრჩეველთა სიაში.

  • 65

    რომელი მსჯელობაა სწორი? საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრის ჩატარება გათვალისწინებულია ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე:

    ƒ საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას მის/მათ წინა გვერდზე სათანადო გრაფაში ხელს აწერს და საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს სპეციალური ბეჭდით ამოწმებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი

  • 66

    საუბნო საარჩევნო კომისიის რომელი წევრი მიუთითებს ამომრჩეველს, ხელი მოაწეროს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილ ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარზე?

    ƒ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი.

  • 67

    თუ ამომრჩეველს არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, ვისი მიწვევის უფლება აქვს დასახმარებლად ფარული კენჭისყრის კაბინაში?

    ƒ სხვა ამომრჩევლის.

  • 68

    თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები, მან ეს უნდა აცნობოს:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

  • 69

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ კენჭისყრისას გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

  • 70

    სწორია თუ არა მსჯელობა? საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

    ƒ დიახ, ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

  • 71

    მოცემულ მსჯელობათაგან, რომელია სწორი?

    ƒ საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა.

  • 72

    საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს:

    ƒ არ აქვს უფლება გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი.

  • 73

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ კენჭისყრის დროს საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

  • 74

    რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება იმყოფებოდეს ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში?

    ƒ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

  • 75

    ხმის მიცემის პროცედურებიდან რომელ პროცედურას გადის ამომრჩეველი პირველ რიგში?

    ƒ ამომრჩევლის მარკირების შემოწმებას.

  • 76

    კენჭისყრის დღეს კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ 12 საათისა და 17 საათის მონაცემები შეიტანება:

    ƒ სადემონსტრაციო ოქმში.

  • 77

    თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

  • 78

    კენჭისყრის პროცედურა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით იმართება:

    ƒ დღის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე.

  • 79

    საარჩევნო უბანზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩატარების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენი წევრი მონაწილეობს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას კენჭისყრის ჩატარებაში?

    ƒ საარჩევნო კომისიის 2 წევრი.

  • 80

    ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარებისას:

    ƒ გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს თავმჯდომარის მიერ გადაეცემათ სპეციალური კონვერტები და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილი და სპეციალური ბეჭდით დამოწმებული საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები.

  • 81

    გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია:

    ƒ ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.

  • 82

    როგორ განისაზღვრება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილე მეთვალყურეების ვინაობა?

    ƒ მეთვალყურეების ვინაობა განისაზღვრება კენჭისყრის დროს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან თავიანთი სურვილისამებრ.

  • 83

    ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი:

    ƒ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი ითვალისწინებს ამომრჩევლის მარკირების პროცედურას.

  • 84

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრა სრულდება კენჭისყრის დღის 19 საათზე, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

  • 85

    საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღეს რომელ საათზე უნდა დაბრუნდეს გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში?

    ƒ არაუგვიანეს 20 საათისა.

  • 86

    როდის აცხადებს დამთავრებულად კენჭისყრას საუბნო საარჩევნო კომისია ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში?

    ƒ 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.

  • 87

    როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საუბნო საარჩევნო კომისიამ იმ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, რომლებმაც კენჭისყრის შენობის დაკეტვამდე ვერ მოასწრეს ხმის მიცემა?

    ƒ კომისიის ერთ-ერთი წევრის მიერ უნდა აღირიცხოს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარები და სახელები და მხოლოდ მათ უნდა მიეცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

  • 88

    ვინ ასრულებს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონულ აპარატში ვერიფიკაციის პროცესს კენჭისყრის დასრულებისთანავე?

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 89

    გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბეჭდავს:

    ƒ წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს.

  • 90

    ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის დაბეჭდვის შემდეგ:

    ƒ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გრძელდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

  • 91

    კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრით რამდენი მთვლელი უნდა შეარჩიოს?

    ƒ არანაკლებ 3 მთვლელი.

  • 92

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ბიულეტენების დათვლის პროცესზე დასაკვირვებლად დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს.

  • 93

    რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩევენ ბიულეტენების დათვლის პროცესზე მეთვალყურე დამკვირვებლებს?

    ƒ მეთვალყურეებს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 94

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში.

  • 95

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს, შეკრავს ცალკე პაკეტად და თითოეულ პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს და საარჩევნო ბიულეტენის სახეს.

  • 96

    ვინ აწერს ხელს ცალ-ცალკე პაკეტებად შეკრულ და დალუქულ გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს?

    ƒ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

  • 97

    შესაძლებელია თუ არა კენჭისყრის შედეგების შეჯამება, თუ საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა?

    ƒ დიახ, თუ საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა.

  • 98

    რომელი მსჯელობაა სწორი?

    ƒ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ თავდაპირველად იხსნება გადასატანი საარჩევნო ყუთი, შემდეგ ძირითადი საარჩევნო ყუთი.

  • 99

    რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდება?

    ƒ ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

  • 100

    რა შედეგი მოჰყვება ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსებულ საკონტროლო ფურცელსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს შორის განსხვავების გამოვლენას?

    ƒ ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.