記憶度
7問
19問
0問
0問
0問
アカウント登録して、解答結果を保存しよう
問題一覧
1
B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის ტესტირების ყველაზე მგრძნობიარე მეთოდია:
იმუნოფერმენტული ანალიზი
2
სისხლში HBsAg აღმოჩნდება ინფექციის:
ყველა შემთხვევაში :)
3
რომელი ბიოლოგიური მასალა გამოიყენება B ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის:
სისხლი
4
მიუთითეთ რომელია უპირველესი პათოგენეზური გამოვლინება ქოლერის დეჰიდრატაციის დროს:
მოცირკულირე სისხლის მოცულობის და პლაზმის მასის შემცირება
5
ბოტულიზმის გამომწვევი:
მოძრავი, გრამ „+“ ჩხირია, გარემოში წარმოშობს სპორებს, ანაერობულ პირობებში გამოიმუშავებს ეგზოტოქსინს;
6
ბოტულინოტოქსინის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა:
ზურგის ტვინის და მოგრძო ტვინის მოტონეირონები;
7
ბოტულიზმის დროს ნერვული სისტემის დაზიანება გამოვლინდება
თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანებით
8
ბოტულიზმის დროს ნერვული სისტემის დაზიანება ვლინდებდება:
აკომოდაციის დარღვევით;
9
ბოტულიზმის დიაგნოზი დასვით, რომელი ღონისძიებით იწყებთ მოქმედებას პირველ საათებში:
კუჭის ამორეცხვა ზონდით, გამწმენდი ოყნა;
10
რომელია სწორი HBV-ს შესახებ:
HBV დნმ-ის შემცველია
11
C ჰეპატიტის ვირუსი მიეკუთვნება:
ფლავივირუსები
12
რომელ ღონისძიებებს გულისხმობს HBV ინფექციის პროფილაქტიკა:
ერთჯერადი ხმარების სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებას
13
რომელი დებულება არ არის მართებული C ჰეპატიტის შემთხვევაში:
სქესობრივი გზით აინფიცირების რისკი უფრო მაღალია B ჰეპატიტთან შედარებით;
14
დაავადებები, რომლებიც საჭიროებს დიფერენცირებას ბოტულიზმთან: გილენ-ბარესს სინდრომი; მეთილის სპირტით მოწამვლა; თავის ტვინის ღეროს ინფარქტი;
ყველა პასუხი სწორია
15
B ჰეპატიტის შესახებ რომელი დებულება არის სწორი:
B ჰეპატიტის დასაწყისში სეროლოგიური გამოკვლევებით აღმოჩნდება HBs ანტიგენი
16
რომელი დებულება არ არის მისაღები დელტა ჰეპატიტისთვის:
D ვირუსი თავისი ბიოლოგიური თვისებების მიხედვით სრულყოფილი ვირუსია.
17
ბოტულიზმის დროს სიკვდილის ძირითადი მიზეზია:
სუნთქვის მწვავე უკმარისობა –სასუნთქი კუნთების დამბლის გამო
18
როდის მატულობს B ჰეპატიტით ავადობა:
სეზონურობა არაა დამახასიატებელი
19
რომელი მიკროორგანიზმია დიზენტერიის გამომწვევი:
შიგელა
20
რომელია სწორი HBV-ს შესახებ:
ყველა ზემოთ აღნიშნული.
21
რა არ ითვლება დიზენტერიის კლინიკურ გამოვლინებად:
გამონაყარი უპირატესად
22
ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია:
ტოქსინის დოზაზე
23
რომელია HBV ინფექციის გადაცემის ძირითადი ფაქტორები:
სისხლი, სისხლის პრეპარატები
24
რომელი დებულება არაა მართებული B ჰეპატიტთან დაკავშირებით:
ვირუსი 200C-ზე ძლებს რამდენიმე წელს
25
მიუთითეთ ძირითადი უჯრედული ფერმენტები, რომლებიც განაპირობებებნ წყლის და ელექტროლიტების სეკრეციის გაძლიერებას ნაწლავის ლორწოვანზე ქოლეროგენის მოქმედებისას: პროსტაგლანდინები; ფოსფოდიესთერაზა;
ადენილციკლაზა, ციკლური ამფ;
26
მიუთითეთ ქოლერის გადაცემის რომელი გზა არის უმნიშვნელოვანესი დაავადების გავრცელებისათვის:
წყლისმიერი
27
მიუთითეთ რომელი სითხის დაკარგვით იწყება ქოლერით დაავადებულებში დეჰიდრატაცია;
უჯრედშორისი
28
B ჰეპატიტის სიყვითლის პერიოდისთვის დამახასიათებელია ყველა გარდა:
ხახის რკალების ჰიპერემია, ნუშურების ჰიპერპლაზია
29
ამოირჩიეთ ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომი:
ყლაპვის გაძნელება
30
ქოლერის ვიბრიონს აღმოვაჩენთ დაავადებულის:
განავალში
31
მწვავე ვირუსული ჰეპატიტების დროს რომელი ბიოქიმიური ტესტები მიუთითებენ ქოლესტაზის სინდრომზე:
ბილირუბინისა და ტუტე ფოსფატაზის მატება
32
რომელი მსჯელობა არ არის მართებული C ჰეპატიტის შესახებ:
C ჰეპატიტს არ გააჩნია მწვავე ფორმა
33
სისხლში antiHBs-ის აღმოჩენა მიუთითებს ინფექციის:
პროტექტორულ იმუნიტეტზე
34
ფსიქიური სტატუსის რომელი სახეა დამახასიათებელი ბოტულიზმისთვის:
გონების სრული შენარჩუნება
35
დაავადება დაიწყო მწვავედ, გახშირებული დეფეკაციით, უხვი განავლით, შემდეგ ხშირი ღებინებით გულისრევის გარეშე, განავალი დაემსგავსა „ბრინჯის ნახარშს“. შეარჩიეთ სწორი პასუხი
ქოლერა
36
რომელი სახის თერაპიაა წამყვანი ქოლერის დეჰიდრატაციის სამკურნალოდ:
რეჰიდრატაციული
37
რომელი მოსაზრება არ არის მართებული C ჰეპატიტის შემთხვევაში
ხშირია ფულმინანტური ფორმების არსებობა;
38
რომელი კლინიკური ნიშანი ახასიათებს A ჰეპატიტს
გულისრევა და რებინება;
39
რომელია მწვავე ჰეპატიტის ყველაზე დამახასიათებელი გართულება:
ღვიძლისმიერი კომა
40
ბოტულიზმის ტიპიური სიმპტომებია:
მხედველობის გაორება
41
დაავადება დაიწყო მწვავედ, გახშირებული დეფეკაციით, უხვი განავლით, შემდეგ ხშირი ღებინებით გულისრევის გარეშე, განავალი დაემსგავსა „ბრინჯის ნახარშს“. შეარჩიეთ სწორი დიაგნოზი:
ქოლერა
42
რომელი სეროლოგიური მარკერები აღმოჩნდება შრატში B ჰეპატიტის მწვავე პერიოდში:
HBsAg და anti HBcIgM
43
ქოლერის ტიპიური მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია:
დიარეა „ბრინჯის ნახარშის“ მსგავსი განავლით
44
შეარჩიეთ მწვავე B ჰეპატიტის დროს ცუდი პროგნოზის დამახასიათებელი ბიოქიმიური მაჩვენებელი:
პროთრომბინის ინდექსის მკვეთრი დაქვეითება
45
ბოტულინოტოქსინი აზიანებს ნერვული სისტემის სტრუქტურებს: თავის ტვინის ქერქის მამოძრავებელ ნეირონებს სპინალურ განგლიებს
ზურგის ტვინის წინა რქებს
46
ბოტულიზმისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომოკომპლექსი:
დისფაგია, დიზართრია, გაორება, მიდრიაზი, ანიზოკორია, ფტოზი, მიასთენია;
47
რომელია A ჰეპატიტის გადაცემის მექანიზმი:
ფეკალურ-ორალური
48
შეარჩიეთ სწორი დებულება:
D ვირუსის რეპლიკაცია B ვირუსის გარეშე შეუძლებელია;
49
რა გამოიყენება B ჰეპატიტის სპეციფიური პროფილაქტიკისათვის:
ვაქცინა
50
HBsAg შეიძლება აღმოჩნდეს:
მხოლოდ ნერწყვში